გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

საჯარიმოში შეიჭრა და გაიტანა - კვერნაძის სადებიუტო გოლი იტალიაში

სერია ა-ში აღზევებულ „ფროზინონეში“ გიორგი კვერნაძემ არაოფიციალურ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, ქართველი შემტევი სამოყვარული გუნდთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, 52-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქის სამ ფეხბურთელს შორის მოქცეულმა მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა.

ამხანაგური შეხვედრა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილმა „ფროზინონემ“ 7:0 მოიგო. კვერნაძე მცირე დაზიანების გამო 72-ე წუთზე შეცვალეს.

კვერნაძის გოლი

შეგახსენებთ, GOAL-ის იტალიურმა ვერსიამ „ფროზინონეს“ ქართველ ახალწვეულზე, გიორგი კვერნაძეზე დაწერა. GOAL-მა ახალგაზრდა გარემარბი მოკლედ დაახასიათა და კვერნაძე საკუთარ მკითხველს ახლოდან გააცნო.

GOAL: „2003 წელს დაბადებული შემტევი იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიასავით, საქართველოდან გადავიდა და თანამემამულის მსგავსად, შეეცდება, თავი გამოიჩინოს. კვერნაძე ხვიჩას პოზიციაზე თამაშობს და მარცხენა გარემარბია. საქართველოში, ძირითადად მარცხენა ფლანგზე ასპარეზობდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ცენტრფორვარდად და მეორე თავდამსხმელად ითამაშა.

კვერნაძე ინდივიდუალური ტექნიკით, სწრაფი აჩქარების უნარითა და სისწრაფით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს, ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწიოს ან ჩაწოდება განახორციელოს. გიორგი პატარა კლუბში გადავიდა, რამაც შესაძლოა, ადაპტაციის პროცესისას პრობლემები განაპირობოს, თუმცა არაა გამორიცხული ის სერია A-ს ახალი სიურპრიზი გახდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები