კლოპმა შეკრებაზე არ წაიყვანა - ფაბინიო ალ იტიჰადს უახლოვდება
საუდის არაბეთი ევროპიდან ფეხბურთელების წაყვანას აგრძელებს. ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა ფაბინიოს შესახებ. „ალ იტიჰადი“ ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდიდა.
ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ამ მომენტისთვის, „ლივერპული“ გერმანიაში წინასასეზონო მომზადებას გადის, სადაც იურგენ კლოპმა ფაბინიო არ წაიყვანა.
წყარო ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი არა ტრავმა, არამედ საუდის არაბეთში ტრანსფერია. გასულ სეზონში, ბრაზილიელი იდეალური ფორმისგან შორს იყო და როგორც ჩანს, მასში აღებული 40 მილიონი „ლივერპულისთვის“ მისაღებია.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ გრანდს 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ფაბინიომ „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 219-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.