მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ვან დერ საარი ნიდერლანდებში გადაიყვანეს
როგორც მოგეხსენებათ, ედვინ ვან დერ საარი მიმდინარე თვის დასაწყისში დასასვენებლად ხორვატიაში იმყოფებოდა, სადაც ტვინში სისხლი ჩაექცა და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
თავდაპირველად, ყოფილ მეკარეს ხორვატიაში მკურნალობდნენ. ედვინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და შემდეგ მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
დღეს, Goal.Com ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ვან დერ საარი საკუთარ სამშობლოში გადაიყვანეს და კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამ საკითხზე მისმა მეუღლემ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ანამარიამ?
„ამჟამად ედვინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მდგომარეობა ისევ ისეთია. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სტაბილურად მძიმე სიტუაციაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპლიტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს გასული კვირის განმავლობაში გაწეული მზრუნველობისთვის.“
შეგახსენებთ, რომ ვან დერ სარმა კარიერა 2011 წელს დაასრულა და სხვადასხვა დროს, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“, აიაქსსა“ და „ფულემში" უთამაშია.