მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

კეინის ალტერნატივა - ბაიერნი ალვარესით ინტერესდება

ახალი არავისთვის არის, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ჰარი კეინის გადაბირება სურს. ეს საკითხი ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. თავად ფეხბურთელი გერმანიაში გადაბარგებაზე თანახმაა, მაგრამ „ტოტენჰემს“ „რეკორდმაისტერის“ შეთავაზებული სატრანსფერო თანხა არ აწყობს.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com, ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ თუ ინგლისელი თავდამსხმელი მიუნხენური გრანდის მაისურს მიმდინარე სეზონში ვერ მოირგებს, ალტერნატივა ხულიან ალვარესია. ამ ინფორმაციას Sky Sports-იც ადასტურებს.

წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ მიზანში არგენტინელი შემტევის გარდა დუშან ვლაჰოვიჩი და ნიკლას ფულკრუგი არიან, რომელიც ამჟამად ბრემენის „ვერდერის“ ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონი ალვარესისთვის დიდებული აღმოჩნდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა „სიტისთან“ ერთად ტრიპლეტი მოიგო, ხოლო არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ასევე, ალვარესმა გასულ სეზონში „სიტის“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრეზეგე მესის კრიტიკაზე: საფრანგეთში ნიჭს არასდროს აფასებდნენ
ტრეზეგე მესის კრიტიკაზე: საფრანგეთში ნიჭს არასდროს აფასებდნენ