90 მილიონი ფუნტი - ნიუკასლი კვარაცხელიას შეძენას გეგმავს
ნეაპოლური გამოცემა Area Napoli და იტალიური Il Mattino წერს, რომ „ნიუკასლ იუნააიტედი“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება.
წყაროს თანახმად, „კაჭკაჭები“ ხივჩას სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.
დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს, თუმცა მისივე განცხადების თანახმად, ხელშეუხებელი არავინაა და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ის ნებისმიერ მოთამაშეს შეელევა.
როგორც ცნობილია, „ნაპოლის“ ხვიჩასთვის ახალი 4-წლიანი კონტრაქტი აქვს გამზადებული, რომელიც გაუმჯობესებულ ანაზღაურებას ითვალისწინებს. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ევრომდე თანხაზე.
რა თქმა უნდა, „ნიუკასლი“ ხვიჩას ანაზღაურების სახით გაცილებით მეტს შესთავაზებს. ამჯერად მთავარი „ნაპოლის“ პოზიციაა, თუ რას გადაწყვეტს დე ლაურენტისი.
იტალიურ პრესაში ორ ვარიანტს განიხილავენ - ან ხვიჩას გაყიდვა მალევე გამოირიცხება, ან დე ლაურენტისი მოიცდის და ფასის გასაზრდელად აუქციონს მოაწყობს.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.