ნაპოლის წინასასეზონო შემადგენლობა | რატომ ვერ მოხვდნენ კვარა და ოსიმენი
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ წინასასეზონო მზადებას იწყებს. „პარტენოპეი“ ტრენტინოში მდებარე კომუნაში, დიმაროში ჩავიდა და მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს გაივლის. რამდენიმე საათის წინ, წინასასეზონო ეტაპის შემადგენლობა დასახელდა და ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიას 26-კაციან განაცხადში არ არიან.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ეს სანაკრებო პაუზითაა გამოწვეული. ქართველმა და ნიგერიელმა ფეხბურთელებმა თავიანთი ნაკრების რიგებში იასპარეზეს და დამატებითი დასვენების დღეები მიიღეს. „ნაპოლის“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გუნდს იქითა კვირაში შეუერთდებიან.
„ნაპოლი“ დიმაროში უკვე ჩავიდა და განსაკუთრებული დახვედრაც მოუწყვეს. რუდი გარსიას ბიჭები დიმაროში 25 ივლისამდე დარჩებიან და ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. „პარტენოპეი“ 20 ივლისს „ანაუნეს“ დაუპირისპირდება, ნეაპოლელთა მეორე მეტოქე კი „სპალი“ გახლავთ.
Il Napoli è arrivato a Dimaro per la prima parte del ritiro pre-stagionale ⛰️
— DAZN Italia (@DAZN_IT) July 14, 2023
Accoglienza caldissima da parte dei tifosi azzurri ????#Napoli #DAZN pic.twitter.com/Odd5ZH4BHJ
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.