კარლოს ალკარასი, დანილ მედვედევი
Aa
Aa

ალკარასის დომინაცია | მედვედევი სამ სეტში დაამარცხა და ფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, კარლოს ალკარასი „უიმბლდონის“ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ესპანელი ჩოგბურთელი დანიილ მედვედევს დაუპირისპირდა და რუსი მეტოქის წინააღმდეგობა 3 სეტში დაძლია - 6:3, 6:3, 6:3.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველ სეტში გადამწყვეტი მერვე გეიმი აღმოჩნდა. ალკარასმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო. იგივე სცენარი ვიხილეთ მეორე სეტში. განსხვავება ის იყო, რომ ალკარასმა ორი ბრეიკი შეასრულა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

ესპანელი ჩოგბურთელი მესამე პარტიის სტარტზეც დომინანტი იყო და ზედიზედ 3 გეიმი აიღო. 1:3-ზე, მედვედევმა ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების უფლება მისცა. ამას მედვედევის კიდევ ერთი ბრეიკი და ალკარასის მორიგი უკუბრეიკი მოჰყვა. საბოლოოდ, ესპანელმა მატჩზე მოწოდების უფლება მიიღო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

ალკარასმა ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში მეორედ გავიდა. იგი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელთანაც კარიერაში მესამე შეხვედრას გამართავს. აქამდე, მათ მხოლოდ თიხაზე უთამაშიათ და ურთიერთშეხვედრებში თითო-თითო მოგება აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
14 ივლისის სატრანსფერო ზონა
14 ივლისის სატრანსფერო ზონა