ლაშა ციხისთავი
Aa
Aa

„საქართველო ტიერ 2-ის ნაკრები არაა“ | ლაშა ციხისთავი ახალ ზელანდიასთან მატჩზე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, ლაშა ციხისთავმა ახალ ზელანდიასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული მატჩი შეაფასა. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 26:50 დამარცხდნენ, მაგრამ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და მსოფლიო პირველობაზე მერვე ადგილი დაიკავეს.

„კარგი რაგბი ვითამაშეთ. ვაჩვენეთ, რომ, როგორც თამაშისას, ისე მოლში და შერკინებაში ნებისმიერთან შეგვიძლია თანაბრად ასპარეზობა. მგონია, რომ მოლსა და შერკინებაში საქართველო ამ ტურნირზე საუკეთესო ნაკრებია და ამ კომპონენტებში ყველას ვჯობდით.

იმედი მაქვს, მომავალ წელს, საქართველოს ნაკრების მომდევნო თაობა ჩვენს მიღწევას გააუმჯობესებს. გვქონდა, შანსი ნახევარფინალში გვეთამაშა, მაგრამ მერვე ადგილს დავჯერდით, რაც ასევე კარგი შედეგია.

მატჩის სტარტზე, შოკში ვიყავით, შემდეგ კი დავმშვიდდით და ჩვენი თამაში ვიპოვეთ. პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ნახევრის დასაწყისში ყველამ ნახა, რომ დომინირება ახალი ზელანდიის დონის გუნდთანაც შეგვიძლია. შეხვედრის ბოლო ნაწილში, ბევრჯერ დავჯარიმდით და მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო ტიერ 2-ის გუნდი არაა. სულ მცირე 20-წლამდელთა შორის ტიერ 1-ის ნაკრებებში ნამდვილად ვართ“.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალში რაღაც განსაკუთრებული ხდება“ | ტიმბერი მეთოფეა!
„არსენალში რაღაც განსაკუთრებული ხდება“ | ტიმბერი მეთოფეა!