ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება | ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ ცნეს

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ბენჟამინ მენდი ბრიტანულმა სასამართლომ დარჩენილ 2 ბრალდებაშიც უდანაშაულოდ ცნო. ფრანგ უკანახაზელს ბრალს გაუპატიურებასა და გაუპატიურების მცდელობაში სდებდნენ და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის მიხედვით, მას კანონი არ დაურღვევია.

მენდის გაუპატიურების 6 ფაქტსა და სექსუალური ძალადობის 1 ფაქტს ედავებოდნენ. 13 იანვარს, ნაფიც მსაჯულებმა ის უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის თითო-თითო ფაქტზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ბრიტანული პრესის ცნობით, აღნიშნულ 2 საქმეზე ახალი პროცესი დაიწყო და ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

სასამართლო პროცესის განმავლობაში, მენდი ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო და ყველა ინტიმური კავშირი, რომლებიც მომჩივნებთან ჰქონდა, ორმხრივი თანხმობის შემდეგ მოხდა. „შოკირებული ვარ, გაუპატიურებაში რომ მადანაშაულებენ. სექსუალური შინაარსის ყველა აქტივობა, რომლებიც ჩვენს შორის მოხდა, ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც წასვლაში ხელს შეუშლიდა“, - ამბობდა მენდი.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ მენდი ივნისის ბოლოს გაუშვა, როცა ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. „ქალაქელებს“ იგი 2017 წელს შეუერთდა და მის სანაცვლოდ 52 გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოღალატე ხარ“ | ლევანტეს ლეგენდა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვალენსიაში გადავიდა
„მოღალატე ხარ“ | ლევანტეს ლეგენდა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვალენსიაში გადავიდა