დილა, ტიერი გეილი
Aa
Aa

მოლაპარაკება მიმდინარეობს - შესაძლოა, დილა ტიერი გეილიმ დატოვოს

CrystalSport-ის ცნობით, 21 წლის ბარბადოსელმა ფორვარდმა ტიერი გეილიმ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში გორის „დილა“ დატოვოს. გორული კლუბი მოლაპარაკებას იერუსალიმის „ჰაპოელთან“ აწარმოებს, ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას განიხილავენ.

21 წლის გეილი „დილას“ „დუნაისკა სტრედასთან“ პირველ შეხვედრაში დაეხმარა და საპასუხო მატჩშიც ითამაშებს, რის შემდეგაც შესაძლოა კარიერა ებრაულ გუნდში გააგრძელოს.

გასულ სეზონში „ჰაპოელ იერუსალიმმა“ ისრაელის უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა.

ასევე გეტყვით, რომ ბარბადოსელი ჟურნალისტის, ანმარ გუდრიჯ-ბოისის ინფორმაციით, სოფიის „ლევსკიმ“ ტიერი გეილის სანაცვლოდ გორის „დილას“ 550 000 ევრო შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია გასულ თვეში გავრცელდა, თუმცა ბულგარულ კლუბთან დაკავშირებით უფრო მეტი სიახლე არ გავრცელებულა. შესაძლოა, ეს ინფორმაცია ბოლომდე ზუსტი არ იყო.

ტიერი გეილი 2020-22 წლებში უნგრულ „ჰონვედში“ თამაშობდა, გასული წლიდან „დილას“ ფეხბურთელია. მას გორულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის დეკემბრამდე აკავშირებს.

გეილიმ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჯოვინო ფლამარიონს ჩამორჩება, მის აქტივში 13 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები