ოფიციალურად | კრისტიან პულიშიჩი მილანის ფეხბურთელია
კრისტიან პულიშიჩის სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა. ამერიკელი ფეხბურთელი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს და „როსონერიმ“ მისი ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
„მილანი მოხარულია, ჩელსიდან კრისტიან პულიშიჩის გაფორმება გამოაცხადოს. ამერიკელმა გარემარბმა კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და მასში თანამშრომლობის 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების ოპციაც არის ჩადებული“, - ნათქვამია „მილანის“ განცხადებაში.
Hello, Rossoneri ????⚫
— AC Milan (@acmilan) July 13, 2023
#ACMQuest #SempreMilan pic.twitter.com/X4VgcoH0Il
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი შემტევი „არისტოკრატებს“ „დორტმუნდიდან“ 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, კრისტიანმა „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.
როგორც იწერება, „მილანმა“ პულიშიჩის სანაცვლოდ 20 მილიონ ევრო გადაიხადა და ბონუსების გათვალისწინებით, თანხა შეიძლება, გაიზარდოს.