ლამაზი გოლებით | საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთი 5:0 გაანადგურა
Aa
Aa

ლამაზი გოლებით | საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთი 5:0 გაანადგურა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა და სომხეთს დაუპირისპირდა. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა, ირის ანტმანის გუნდის უპირატესობით ჩაიარა და მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გავუტანეთ.

შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა. თეონა ბაქრაძემ კუთხურიდან პასი თინათინ ამბალიას გაუკეთა, რომელმაც სომხების კარი შორეული დარტყმით დალაშქრა. 8 წუთში, თავი ნათია დანელიამ გამოიჩინა. ამ უკანასკნელმა გვანცა ქადაგიშვილის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ქადაგიშვილმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი პასის შემდეგ, ბურთი ხატია ჭყონიას მიუვიდა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში, ორი ბრწყინვალე გოლი ვიხილეთ. 64-ე წუთზე, თეონა ბაქრაძემ საოცარი ჯარიმა შეაგდო, 81-ე წუთზე კი ნინო პასიკაშვილმა გაისროლა. პასიკაშვილმა მეტოქის კარი შორეული დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები მეორე შეხვედრასაც გამართავენ. მატჩს 16 ივლისს, მიხეილ მესხი 2-ზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 ივლისის სატრანსფერო ზონა
13 ივლისის სატრანსფერო ზონა