მაჰრეზი და ჰენდერსონი საუდის არაბეთში | ვარსკვლავებისთვის ბრძოლა გრძელდება
საუდის არაბეთის წარმომადგენელი კლუბები ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ამჯერად, მათი ყურადღების ცენტრში ჯორდან ჰენდერსონი და რიად მაჰრეზი მოექცნენ.
„სიტის“ შემტევის საკუთარ რიგებში ხილვა „ალ-ალჰის“ სურს. The Athletic-ის ინფორმაციით, არაბები მზად არიან, „ქალაქელებს“ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზონ. „ალ-აჰლის“ ფეხბურთელთან კონტაქტი უკვე ჰქონდა და თანახმაა, წელიწადში დაახლოებით 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. მაჰრეზს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და „სიტის“ მისი გაშვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.
განსხვავებული ვითარება გვაქვს ჰენდერსონთან მიმართებით. „ლივერპულის“ ნახევარმცველისთვის „ალ-იტიფაქი“ იბრძვის და ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა და არაბულმა კლუბმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. დღეს, ჰენდერსონი „ლივერპულის“ თავკაცს, იურგენ კლოპს გაესაუბრა და მისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღო.
???? BREAKING: Jordan Henderson has accepted Al Ettifaq proposal. There’s verbal agreement in principle. Contract agreed.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 13, 2023
Deal now depends on Liverpool and Al Ettifaq discussing on the fee, no chance to let him leave for free ????????
Hendo spoke to Klopp today and there’s green light. pic.twitter.com/wJ2CyaHu60
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გარდა, არაბულ კლუბებს სხვა სუპერვარსკვლავებსაც უკავშირებენ. ერთ-ერთი პოლ პოგბაა, რომელსაც „ალ-აჰლი“ 3 წელიწადში, 150 მილიონ ევროს სთავაზობს.