არიგო საკი
Aa
Aa

„სკუდეტოს მოგების სერიოზული კანდიდატია“ - საკი სერია A-ს ახალ სეზონზე

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი სერია A-ს 2023/24-წლების სეზონზე და ფავორიტებზე საუბრობს.

„მოქმედი ჩემპიონი როგორც წესი, ახალ სეზონს ფავორიტის სტატუსით ხვდება. ეს ფეხბურთის დაუწერელი წესია. ასე იყო მაშინ მილანის შემთხვევაშიც და ამჟამად ნაპოლისთვისაც. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წესი სეზონის მსვლელობისას ძალაში დარჩება, რადგან გასულ წელს პიოლის გუნდმა ბევრი იბრძოლა, თუმცა იმავე დონის ჩვენება ვერ მოახერხა, რომლითაც სკუდეტო მოიგეს. საკუთარი შედეგის გამეორება ნამდვილად რთულია. ასე რომ ნაპოლისთვისაც რთული იქნება.

სპალეტიმ მოახერხა და გუნდს ძალიან მოკლე დროში ასეთი ფეხბურთი ათამაშა, რაც იტალიაში იშვიათობაა, სადაც უფრო მეტი უპირატესობას ტაქტიკას ანიჭებს. არ ვიცი რუდი გარსია იმავე სტილის გამეორებას აპირებს, თუ არა.

ახლა გვაქვს კითხვები - იქნება, თუ არა ნაპოლი კვლავ ისეთი თავმდაბალი? ტრიუმფის შემდეგ, გამარჯვებას მიჩვეულები. სპალეტი გუნდს დიდ მოტივაციას აძლევდა, გუნდურ სულს და ჰარმონიულ თამაშს ნერგავდა. ფსონი ამ შედეგის გამეორებაზე კეთდება. ვფიქრობ, ინტერი სკუდეტოს მოგების სერიოზული კანდიდატი იქნება, ალბათ ყველაზე სერიოზული“.

- განაცხადა საკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოც იტალიაში? | ბორდოს 9 მილიონი ევრო შესთავაზეს
ზურიკოც იტალიაში? | ბორდოს 9 მილიონი ევრო შესთავაზეს