ლაციო, ბარნლი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცმა ბარნლის 15-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა | ინტერესია გერმანიიდანაც

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’equipe-ს ინფორმაციით, „მეცმა“ გიორგი მიქატუაძის თაობაზე „ბარნლის“ 15-მილიონიან ევროიანი შეთავაზება დაბლოკა.

გავლენიანმა სააგენტომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფრანგული კლუბი ფეხბურთელს მინიმუმ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. L’equipe-ი ასევე წერს, რომ 15 მილიონ ევროს ბონუსებიც დაემატებოდა და საერთო ღირებულება 20 მილიონს შეადგენდა, თუმცა „მეცი“ ტრანსფერიდან 25 მილიონამდე ევროს მიღებას აპირებს.

როგორც ჩანს, წარმატებული სეზონის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის მიმართ წამყვანი ევროპული ჩემპიონატებიდან დიდი ინტერესია და რამდენიმე კლუბმა „მეცს“ ოფიციალური წინადადებითაც მიმართა. „ბარნლის“ გარდა, ოფიციალური შეთავაზება იტალიურმა „ლაციომაც“ გააკეთა, თუმცა ფრანგული გუნდის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, L’equipe-ი დღევანდელ სტატიაში წერს, რომ მიქაუტაძის მიმართ გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდიც იჩენს ინტერესს, თუმცა სახელი ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იზრდება | საზონოვი კიდევ ერთი იტალიური კლუბის რადარზე
ინტერესი იზრდება | საზონოვი კიდევ ერთი იტალიური კლუბის რადარზე