დილა, ადრიან გულა
Aa
Aa

“ძლიერი მეტოქე შეგვხვდა“ - სტრედას მწვრთნელი დილასთან მატჩის წინ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ პირველ მატჩს სტუმრად „სტრედას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის წინ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გულა:

„ანალიზისთვის და მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა. მეტოქე გავიცანით და ვიცით, რას უნდა ველოდოთ. წინა წელს გაცილებით სუსტი მეტოქე გვყავდა და ახლა განსხვავებულ მატჩს ველი. ჩვენი მოწინააღმდეგე დღეს გაცილებით ძლიერია, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ვფიქრობ, ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა. ამის ნათელი დასტური ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატია. საქართველო კარგად გამოვიდა და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათ დიდ პატივს ვცემ. „დილას“ მწვრთნელზე მხოლოდ საქებარი სიტყვები შემიძლია ვილაპარაკო. მისი ტაქტიკა პრესინგი და ბურთის მაქსიმალური კონტროლია. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ მაინც რთული მეტოქე შეგვხვდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების დაპირისპირება 13 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები