ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

“ეს დიდი პასუხისმგებლობაა“ - ტორპედოს და სარაევოს მწვრთნელები მატჩის წინ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „სარაევოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

რა თქვა სტვინ კინმა?

"წლების შემდეგ პირველად გვეძლევა შანსი ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და აუცილებელია გულშემატკივრის მხარდაჭერა.“

რა თქვა მირზა ვარეშანოვიჩმა?

"მატჩს მაქსიმალურ მზადყოფნაში ვხვდებით. სლოვენიაში საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრები ჩავატარეთ, ოთხივე მატჩი მოვიგეთ და ახლა თავდაჯერებულები ვართ. იმედია დადებით შედეგს დავაფიქსირებთ. მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. კონკრეტული ადამიანები სიტუაციის არევას ცდილობენ, მაგრამ დამერწმუნეთ, გუნდის შიგნით ყველაფერი იდეალურად არის.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების დაპირისპირება 13 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება. ასევე გეტყვით, „სარაევოში“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი თამაშობს, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთ-ერთ გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები