ჩელსი, პსჟ, ლუის ენრიკე, კეპა არისაბალაგა, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

ლუის ენრიკეს დონარუმა არ მოსწონს - პსჟ-ს პრიორიტეტი კეპაა

როგორც წესი, ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, გუნდებში ბევრი ცვლილება ხდება. გამონაკლისი არც „პარი სენ ჟერმენია.“

ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’EQUIPE საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ლუის ენრიკეს ჯანლუიჯი დონარუმას ფეხით თამაშის შესაძლებლობები არ მოსწონს.

წყაროს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს ახალი კარის დარაჯი სურს. ერთ-ერთი პრიორიტეტი კი კეპა არისაბალაგა გახლავთ, რომელსაც შეიძლება ითქვას, ლონდონური კარიერა არ აეწყო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ სხვა მეკარეებსაც განიხილავს, მაგრამ ესპანელი მათთვის პრიორიტეტია. ჯერჯერობით პარიზელებს ლონდონელთათვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენიდან“ ჯანლუიჯი დონარუმას გამო კეილორ ნავასი გაუშვეს, რომელიც იტალიელის გადმოსვლამდე გუნდის პირველ მეკარედ ითვლებოდა. კოსტა რიკელი ახლა „ნოტინგემ ფორესტის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერნარდუ ან ლო ჩელსო - ჩავის მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს
ბერნარდუ ან ლო ჩელსო - ჩავის მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს