თბილისის დინამო, გიორგი ლორია, ასტანა
Aa
Aa

“მოგება შეგვეძლო“ - ლორია ასტანასთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ „ასტანას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, გიორგი ლორიამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ლორიამ?

„ვფიქრობ, სტადიონის მდგომარეობის და ამინდის გამო თამაში ორივე გუნდისთვის რთული გამოვიდა. საქართველოში ასეთ სიცხეს შეჩვეულები არ ვართ. 15 წუთის შემდეგ, უფრო თავდაჯერებულები გავხდით. გოლი გავუშვით, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მაინც შევძელით. ვფიქრობ, ამ დუელის მოგება შეგვიძლია. „ასტანას“ ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ თამაშის მოგება შეგვეძლო.

საბოლოო ჯამში, ფრე მაინც სამართლიანი შედეგია. მჯერა, რომ განმეორებით შეხვედრაში გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იქნება. დღეს „ასტანას“ თავისმა გულშემატკივრებმა დიდი ენერგია მისცეს. იგივეს ველოდები თბილისში ჩვენი გულშემატკივრებისგან.

„ასტანას“ გამოცდილი გუნდი ჰყავს. ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ეს მათთვის ხელსაყრელი ფაქტორია. ჩვენი გუნდი, ჩემს გარდა ძალიან ახალგაზრდაა. მეორე მატჩში მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რადგან ფეხბურთელებს ძლიერი ხასიათი აქვთ.“

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ და „ასტანას“ განმეორებითი მატჩი 19 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი შთაგონების წყარო კვარაა“ - კვერნაძის ინტერვიუ
“ჩემი შთაგონების წყარო კვარაა“ - კვერნაძის ინტერვიუ