თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი, ასტანა
Aa
Aa

“მეტოქემ უკეთ ითამაშა“ - ჭიაბრიშვილი ასტანასთან მატჩის შემდეგ

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანასთან“ სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებული ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გაწვრთნილები თბილისში გულშემატკივრებს გამარჯვებით გაახარებენ.

„როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან რთული გამოვიდა. ზოგადად, მეტოქემ უკეთ ითამაშა. კარგია, რომ პირველი თამაში სტუმრად ჩავატარეთ.

„ასტანასთან“ მატჩის დროს ხელოვნური საფარისა და სიცხის გამო გაგვიჭირდა. შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური თამაში ჩავატარეთ. შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ განმეორებითი მატჩის შემდეგ მეორე ეტაპზე გავალთ“,

– განაცხადა „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „დინამო თბილისსა“ და „ასტანას“ შორის 19 ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ დაპირისპირების გამარჯვებული მომდევნო რაუნდში ზაგრების „დინამოსთან“ (ხორვატია) ითამაშებს.

წყარო 1TV

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ლაციომ მიქაუტაძეს დაუმიზნა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ლაციომ მიქაუტაძეს დაუმიზნა