ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ლაციომ მიქაუტაძეს დაუმიზნა
გასულ სეზონში, გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ რიგებში გაიბრწყინა. ამის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
იტალიელი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებ-გვერდზე „ჯვაროსნების“ შემტევის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ მიქაუტაძის გადაბირება რომის „ლაციოს“ სურს. „ბიანკოჩელესტეს“ გიორგი ჩირო იმობილეს შემცვლელად სურს, რომელიც ასაკშია და გასულ სეზონში საუკეთესო ფორმისგან შორს იყო. „ლაციო“ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და ბუნებრივია, რომ მაურიციო სარის გუნდის გაძლიერება სურს.
დი მარციოს ცნობით, „ლაციომ“ „მეცს“ ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა და ახლა პასუხი ფრანგულმა მხარემ უნდა გასცეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს მიქაუტაძე და „მეცი.“
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად „მეცის“ მაისური 40-ჯერ მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.