“ზეწოლის ქვეშ თამაში აღარ სურდა“ - ლაპორტა მესის გადაწყვეტილებაზე
როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლის შემდეგ, ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება საკმაოდ რეალური იყო. თავად არგენტინელს ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ასე არ მოხდა და ლეო „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ღიად ისაუბრა.
ლაპორტა:
„“ბარსელონაში“ დაბრუნება მესისაც სურდა და მამამისსაც, თუმცა რიტმები განსხვავებული აღმოჩნდა. არ გვინდოდა ის, რაც ბოლო დროს მოხდა. ლეომ საბოლოოდ „ინტერ მაიამიში“ გადასვლა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მას „პარი სენ ჟერმენში“ ემოციურად დატვირთული სეზონი ჰქონდა და დიდ ზეწოლას გრძნობდა. მას კიდევ ერთი ასეთი სეზონის ჩატარება აღარ სურდა. MLS-ში გაცილებით მშვიდად იქნება.“
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის შესანიშნავი შანსი აქვს ამერიკულ გუნდში ახალი ისტორია დაწეროს. „ინტერ მაიამის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 29 გოლით გონსალო იგუაინია.
იმ შემთხვევაში, თუ 7 ოქროს ბურთის მფლობელი MLS-ში 30 გოლს გაიტანს, დევიდ ბექჰემის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი თვითონ გახდება.