ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“ | ემეტი თოფურიასთან ჩხუბზე

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ბოლო მეტოქემ, ჯოშ ემეტმა „ელ მატადორთან“ განცდილ მარცხზე ისაუბრა. ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მის მეტოქეს უდიდესი უპირატესობით არ მოუგია.

„თოფურიას არაფერი უჩვენებია ისეთი, რასაც მისგან არ ველოდებოდი. მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, გამარჯვება არ დამიმსახურებია, მაგრამ ილიას უპირატესობა ისეთი არ ყოფილა, როგორიც მსაჯებმა დააფიქსირეს. თოფურია ძლიერი ბიჭია და ვფიქრობ, უახლოს წლებში, დიდ წარმატებას მიაღწევს“.

შეგახსენებთ, რომ ილიამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და მათი საბოლოო ვერდიქტი მის დომინაციას იდეალურად ასახავს. სალ დიამატომ მის სასარგებლოდ 50:44 (10:9, 10:9, 10:9, 10:8, 10:9) დააფიქსირა, კრისტოფერ ლიმ - 50:42 (10:9, 10:9, 10:8, 10:7, 10:9), ერიკ კოლონმა კი - 49:45 (9:10, 10:9, 10:9, 10:8, 10:9).

MMA-ში 50:42-ით მოგებული ბრძოლა დიდი იშვიათობაა და ESPN-ის მიხედვით, UFC-ში ეს მხოლოდ სამჯერ მომხდარა. 2021 წელს, მაქს ჰოლოუეისა და კელვინ კატარის დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მსაჯმა მაქსს 50:42 დაუფიქსირა. იგივე ფაქტი ვიხილეთ 2006 წელს, როცა რიჩ ფრანკლინმა დევიდ ლოისოს სძლია, პირველ შემთხვევას კი ადგილი შორეულ 2001 წელს ჰქონდა, როცა დევი მენმა გილ კასტილოს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზუროსმა 18 კალათბურთელი შეარჩია - საქართველოს ნაკრები ტრევიზოში მიემგზავრება
ზუროსმა 18 კალათბურთელი შეარჩია - საქართველოს ნაკრები ტრევიზოში მიემგზავრება