ატლეტიკო, ნიუკასლი, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

7-ნომრიანი მაისური ჩამოართვეს - ფელიქსის ნიუკასლში ტრანსფერი რეალურია

დიდი ხანია ჟოაუ ფელიქსს „ატლეტიკოში“ თამაში აღარ უნდა. პორტუგალიელი შემტევი ამას არც მალავს.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com იუწყება, რომ შესაძლოა ჟოაუ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, მაგრამ „ჩელსიში“ არა.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით „ნიუკასლი“ და „ასტონ ვილა“ ინტერესდებიან. ფელიქსის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. აქედან გამომდინარე, ბირმინგემული კლუბი უშანსოდ არის.

„კაჭკაჭებს“ ფინანსურად საკმაოდ კარგი სიტუაცია აქვთ და ფელიქსის დონის ფეხბურთელის მოთხოვნებს თავისუფლად დააკმაყოფილებენ. შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლმა“ სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად სათამაშოდ „მილანიდან“ სანდრო ტონალი გადაიყვანა და გაჩერებას ამაზე არ აპირებს.

ასევე, Goal იმასაც წერს, რომ ამ მომენტისთვის ჟოაუს დიეგო სიმეონე აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად ავარჯიშებს და 7-ნომრიანი მაისური ჩამოართვეს.

ჩამოთვლილ ფაქტორებს, თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ რეალურია, რომ პორტუგალიელი შემტევი მომავალი სეზონიდან „ნიუკასლის“ რიგებში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთავაზება ნაპოლის | პარი სენ-ჟერმენს ვიქტორ ოსიმენი სურს
შეთავაზება ნაპოლის | პარი სენ-ჟერმენს ვიქტორ ოსიმენი სურს