საბა საზონოვი
Aa
Aa

ინტერესი იზრდება | საზონოვი კიდევ ერთი იტალიური კლუბის რადარზე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. გუშინ, იტალიურ პრესაში, „დინამო მოსკოვის“ მცველი „სასუოლოსა“ და „უდინეზეს“ დაუკავშირეს, დღეს კი, სერია A-ს კიდევ ერთი წარმომადგენლის შესახებ დაიწერა.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, საზონოვის საკუთარ რიგებში ხილვა „ფროზინონეს“ სურს, რომელმაც ახლახან გიორგი კვერნაძის ტრანსფერი დახურა. იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, საზონოვის გაფორმების მთავარი მსურველები სწორედ „სასუოლო“ და „ფროზინონე“ არიან. ბრძოლა მათ შორის მიმდინარეობს, „უდინეზე“ კი ჯერჯერობით პასიურ მდგომარეობაშია.

საზონოვი „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელია. რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.

შეგახსენებთ, რომ საზონოვის გადაბირება „ჰამბურგმაც“ სცადა, არაფერი გამოუვიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, რის შემდეგაც, მასზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა და „ჰამბურგი“, მაღალი კონკურენციის გამო, იძულებული გახდა, სხვა ვარიანტი მოეძებნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა საერთოდ სხვა კლასი იყო“ | ფერგიუსონმა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
„კვარა საერთოდ სხვა კლასი იყო“ | ფერგიუსონმა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა