საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

ლობჟანიძე MLS-ში? - ჰატაისპორს წინადადებით მიმართეს

თურქული Sports Digitale საბა ლობჟანიძის შესაძლო ტრანსფერზე წერს. MLS-ის „ატლანტა იუნაიტედმა“ „ჰატაისპორს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვოლქან დემირელი ლობჟანიძეს თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ატლანტა იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი მექსიკელი გონსალო პინედაა, რომელსაც გუნდის გარემარბით გაძლიერება სურს.

28 წლის საბა ლობჟანიძე 2024 წლის ივნისამდე „ჰატაისპორის“ საკუთრებაა, ჰატაიში მომხდარი მიწისძვრის გამო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ქარაგიუმრუქში“ გაატარა. მას კიდევ ერთ თურქულ კლუბში, „ანკარაგიუჯუში“ უთამაშია. 

თურქეთის სუპერლიგაში 2020 წლის ზამთრიდან გამოდის, 120 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულში „ჰატაისპორში“ გიორგი აბურჯანია გადავიდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა „ჟილ ვისენტეს“ დატოვების შემდეგ თურქულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები