კოტე ტუღუში, საქართველოს 20-წლამდე კალათბურთის ნაკრები
Aa
Aa

მარცხი შვედეთთან - საქართველოს ნაკრებმა (U20) ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები შვედეთთან 78:91 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წევრებმა ტრაგიკულად გარდაცვლილი კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს 20-წლამდე ნაკრები უკრაინასთან 27-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 55:82. მეორე ტურში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ნაკრებმა კოსოვოს 80:70 მოუგო. მესამე ტურში ქართველი კალათბურთელები შვედებთან დამარცხდნენ, მეოთხე ტურში კი აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან, აღნიშნული მატჩი 12 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები