„ვეცდებით, ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს წავიდეთ“ - სხირტლაძის და ტაბიძის კომენტარები
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. გიორგი ჭიაბრიშვილმა „ასტანა არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი გუნდი ავარჯიშა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ დავით სხირტლაძე და ჯიმი ტაბიძე „დინამოს“ პრესსამსახურს ესაუბრნენ.
„ასტანა“ - „დინამოს“ პირველი მატჩი 12 ივლისს, „ასტანა არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.