ფიური VS ნგანუ - კრივის სამყარო დიდი ბრძოლისთვის ემზადება
მსოფლიო კრივის სამყარო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლისთვის ემზადება. ESPN-ის ცნობილი ჟურნალისტის, მაიკ კოპინგერის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ტაისონ ფიური ფრენსის ნგანუს შეხვდება.
კოპინგერი წერს, რომ ორთაბრძოლა 28 ოქტომბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შედგება, თუმცა, წესები, რომლითაც ეს ბრძოლა უნდა გაიმართოს, ჯერჯერობით უცნობია.
Tyson Fury and Francis Ngannou will fight on Oct. 28 in Riyadh, Saudi Arabia, sources told ESPN.
— Mike Coppinger (@MikeCoppinger) July 11, 2023
WBC president Mauricio Sulaiman didn't respond to a text message asking if Fury's heavyweight title will be on the line. The rules and number of rounds are unclear at this time. pic.twitter.com/shxhaqvjt8
შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიურიმ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში გამართა და თანამემამულე დერეკ ჩისორა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ფრენსის ნგანუ კი კარიერის დიდი ნაწილი UFC-ში აქვს გატარებული და ორგანიზაცია მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. ბოლოს მან MMA-ში 2022 წლის იანვარში იჩხუბა, სადაც კირილ განი დაამარცხა.