გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

20 მილიონი არც კი განიხილება | რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდას მომავალზე

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე უცხოურ პრესაში აქტიურად წერენ. „მამარდას“ საკუთარ რიგებში ხილვა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს, თუმცა „ჩეს“ წინადადება ჯერჯერობით არც ერთი მათგანისგან მიუღია.

ესპანური გამოცემის, Deporte Valenciano-ს მიხედვით, „მესტალიის“ ბინადრებისთვის შეთავაზებით, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, არავის მიუმართავს. მამარდაშვილი „ღამურების“ ყველაზე ძვირადღირებული აქტივია და კლუბს იმედი აქვს, რომ მის მომავალთან დაკავშირებით, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.

Deporte Valenciano მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულებაზეც წერს და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ვალენსია“ მზადაა, გიორგის 20 მილიონ ევროდ შეელიოს. ესპანური გამოცემის თქმით, 20 მილიონი არის თანხა, რომელიც ამ მომენტისთვის, არც კი განიხილება. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ მამარდაშვილი ბევრად მეტი ღირს. მეორე კი გახლავთ ის, რომ მისი 20 მილიონად გაშვება კლუბის მხრიდან, „გიგანტური დაუდევრობა“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა და ყველაზე ხშირად მას „ჩელსისა“ და „ბაიერნს“ უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო“ | ვოლკანოვსკის პასუხი თოფურიას
„ილია, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო“ | ვოლკანოვსკის პასუხი თოფურიას