ფიბა და ევროლიგა შეთანხმდნენ |საკლუბო და სანაკრებო მატჩები აღარ გადაიკვეთება
Aa
Aa

ფიბა და ევროლიგა შეთანხმდნენ |საკლუბო და სანაკრებო მატჩები აღარ გადაიკვეთება

ფიბამ და ევროლიგამ შეთანხმებას მიაღწიეს და 2023/24 წლების სეზონში, სანაკრებო და საკლუბო მატჩების კალენდარი ერთმანეთთან არ გადაიკვეთება. ეს ნიშნავს, რომ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ევროლიგაში მოთამაშე ყველა კალათბურთელს შეეძლება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება, რათა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მისაღები გამოსავალი იქნას ნაპოვნი. ფიბასა და ევროლიგის მიზანი ევროპული და მსოფლიო კალათბურთის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

შეგახსენებთ, რომ გადატვირთული კალენდრის გამო, იყო შემთხვევები, როცა საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე თამაშობდა. ახალი შეთანხმებით, ეს საკითხი მოგვარდება და ილიას ზუროსს ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაციოს პრეზიდენტი: „მილინკოვიჩ-სავიჩმა დამირეკა და მეხვეწებოდა, გამეშვა“
ლაციოს პრეზიდენტი: „მილინკოვიჩ-სავიჩმა დამირეკა და მეხვეწებოდა, გამეშვა“