ოქსანა კალაშნიკოვა, ლეილა მესხი
Aa
Aa

ლეილა მესხის შემდეგ პირველად - კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალშია

საჩოგბურთო სამყაროში უიმბლდონი მიმდინარეობს. წყვილთა თანრიგში მონაწილეობას ოქსანა კალაშნიკოვა იღებს. ქართველი ჩოგბურთელის პარტნიორი ირინა შიმანოვიჩი გახლავთ.

ოქსანას და ირინას დუეტი მერვედფინალში მაროზოვა/მარტინსის წყვილს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად ასპარეზობდნენ და ყველაფერი მეცხრე გეიმში გადაწყდა, როდესაც ოქსანამ და ირინამ ბრეიკი შეასრულეს.

მეორე სეტში კი გულშემატკივრებმა ბრეიკი ვერ იხილეს და გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი გახდა საჭირო, სადაც ასევე დაძაბული ბრძოლა წარიმართა. საბოლოოდ 10:8 და ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად დიდ სლემზე ასეთი შედეგი 1995 წელს დაფიქსირდა. უკანასკნელად ასეთი შედეგი ავსტრალიის ღია პირველობაზე ლეილა მესხმა დააფიქსირა, რომლის პარტნიორი ეუგენია მანიუკოვა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ოქროს მედალი და რეკორდი! - საბა ადამიას ტრიუმფი 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე
3 ოქროს მედალი და რეკორდი! - საბა ადამიას ტრიუმფი 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე