3 ოქროს მედალი და რეკორდი! - საბა ადამიას ტრიუმფი 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი წარმატება მოიპოვა. 17-წლამდე ძალოსანთა შორის დღეს სამი ოქროს მედლის მოპოვება საბა ადამიამ შეძლო.
ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში სამ მისვლაზე 136, 140 და 143 კილოგრამები დაძლია, რითაც პირველობა არავის დაუთმო და პირველი ოქროს მედალი აიღო.
აკვრაში, ადამიამ 168, 173 და 177 კილოგრამები დააფიქსირა და ამ კატეგორიაშიც ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 320 კილოგრამითაც ლიდერი იყო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ევროპის ჩემპიონის სტატუსით და სამი ოქროს მედლით ავიდა.
ასევე, საგულისხმოა, რომ ორჭიდის ჯამში საბა ადამიამ საქართველოს მიერ დამყარებული რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.