ლევ იაშინი, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი
Aa
Aa

მეტრეველი, მესხი, ჩოხელი - ისტორია, რომელიც 63 წლის წინ დაიწერა

1960 წლის 10 ივლისს, „პარკ დე პრენსზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს სსრკ-ს და იუგოსლავიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალში სსრკ-ს ნაკრებმა მარტივად 3:0 დაამარცხა ჩეხოსლოვაკია, ხოლო იუგოსლავიამ საფრანგეთთან ნამდვილი 5:4 ომი მოიგო.

ფინალი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. პირველი ტაიმის ძირითადი ნაწილი შეტევაში იუგოსლავია იყო და 43-ე წუთზე ლევ იაშინს გაუტანეს. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე ანგარიშ სლავა მეტრეველმა გაათანაბრა. დარჩენილი დრო კი საბჭოთა ნაკრების უპირატესობით წარიმართა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. 113-ე წუთზე კი მიხეილ მესხის საგოლე გადაცემით ვიქტორ პონედელნიკმა ისარგებლა და გამარჯვების მომტანი გოლი თავით გაიტანა.


საბჭოთა ნაკრები ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა. ეს გამარჯვება მსოფლიო ფეხბურთში სენსაციად არ მოინათლა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ფავორიტი ნაკრები არ თამაშობდა, თანაც საბჭოთა ფეხბურთელები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ.

და მაინც, ეს გამარჯვება აუცილებლად ისტორიულია. 63 წლის წინ ზუსტად ამ დღეს რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ისტორია დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი ჰალ სიტისთან - აბურჯანიას სადებიუტო მატჩი თურქეთში
საგოლე პასი ჰალ სიტისთან - აბურჯანიას სადებიუტო მატჩი თურქეთში