ლადო კილასონია
Aa
Aa

კილასონია: “უელსი ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა“

საქართველოს რაგბის 20-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე უელსთან დამარცხდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, „ჩვენებურების“ მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ კომენტარი გააკეთა.

კილასონია:

„პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ტაქტიკურად სწორად ვთამაშობდით და ამან შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ სათამაშო დისციპლინა დაგვერღვა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის მაღალი დონის გუნდმა. მათ არაფერი დაგვითმეს და დღეს ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ახლა უნდა დავისვენოთ, გვექნება ვიდეო-ანალიზი და მოვემზადოთ ახალ ზელანდიასთან თამაშისთვის“.

შეგახსენებთ, რომ უელსთან წაგების შემდეგ, საქართველომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ერთადერთი შანსი ახლა მე-7 ადგილია.

უმცროსი ბორჯღალოსნები მე-7 ადგილისთვის ახალ ზელანდიასთან იასპარეზებენ. აღნიშნული მატჩი 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი ჰალ სიტისთან - აბურჯანიას სადებიუტო მატჩი თურქეთში
საგოლე პასი ჰალ სიტისთან - აბურჯანიას სადებიუტო მატჩი თურქეთში