საბა საზონოვი
Aa
Aa

ხელოვნური ინტელექტის რჩეულთა შორის | საზონოვი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურში

საქართველოსა და რუმინეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ინგლისის 21-წლამდე ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ლი კარსლის ბიჭები ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა, Olocip-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა. თერთმეტეული ფეხბურთელთა მიერ, მოედანზე გატარებული დროისას მოხდენილი გავლენის ჯამური კოეფიციენტით შეირჩა და საუკეთესოთა შორის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ.

Olocip-ის ტოპ 11-ში საბა საზონოვი მოხვდა, რომელმაც 1.89 ქულა დააგროვა და პაჩეკოსა და მირანდასთან ერთად (ორივე ესპანეთი), დაცვის ხაზში იმყოფება. ყველაზე მაღალი შეფასება ინგლისის ნაკრების მეკარემ, ჯეიმს ტრაფორდმა დაიმსახურა (3.91). ნახევარდაცვაში სერხიო გომესი, არტემ ბონდარენკო და კერტის ჯონსი არიან გამწესებული. შემტევი ნახევარმცველის პოზიციას გეორგი სუდაკოვი იკავებს, გარემარბები რაიან ჩერკი და ბრედლი ბარკოლა არიან, ხოლო ცენტრალური თავდამსხმელი ენტონი გორდონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე, ისრაელთან გამოეთიშა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა და ისრაელმა ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტი დღეს გაფორმდება | ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს
კონტრაქტი დღეს გაფორმდება | ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს