ჰატაისპორი, გიორგი აბურჯანია, ვოლქან დემირელი
Aa
Aa

საგოლე პასი ჰალ სიტისთან - აბურჯანიას სადებიუტო მატჩი თურქეთში

თურქულმა „ჰატაისპორმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, ამხანაგურ შეხვედრაში „ჰალ სიტისთან“ 1:1 ითამაშა. „ჰატაისპორის“ ახალწვეული გიორგი აბურჯანია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, სადებიუტო მატჩში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენა. მალევე, მისივე კარგი გადაცემით „ჰატაისპორმა“ ანგარიში გაათანაბრა.

შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ აბურჯანიამ პორტუგალიური „ჟილ ვისენტე“ დატოვა და თურქულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის ნახევარმცველმა გასულ ორ სეზონში პორტუგალიურ კლუბში 63 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ „ჰატაისპორის“ მთავარი მწვრთნელი ვოლქან დემირელია, რომელიც „ფენერბახჩესა“ და თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები