დი კანიო: “პსჟ-მ მბაპე გაანებივრა და ახლა შედეგს იმკის“
კილიან მბაპეს განცხადებას გუნდში დიდი კრიტიკა მოყვა. ფრანგ სუპერვარსკვლავს მსოფლიო ვარსკვლავებიც აკრიტიკებენ. უკანასკნელად 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონზე დი კანიომ ისაუბრა.
რა თქვა დიკანიომ?
„ეს მდგომარეობა თვითონ კლუბის ბრალია. „პარი სენ ჟერმენმა მბაპე გაანებივრა და გლობალურად ბრენდად აქცია. ეს ყველაფერი გასულ წელს მოხდა და პსჟ ახლა ამის შედეგს იმკის.
რა თქმა უნდა, ფრანგულმა კლუბმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მბაპეს უხამსობაზე ვისაუბროთ. დიახ, ამის თქმა არ მომერიდება. ეს არის უხამსობა. კილიანმა შარშან შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ახლა სურს, რომ მომავალ წელს გუნდიდან უფასოდ წავიდეს.“
მბაპეს სიტუაცია
შეგახსენებთ, რომ 24 წლის სუპერვარსკვლავმა „პარი სენ ჟერმენს“ განუცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, მომავალ წელს მას გუნდიდან წასვლა უფასოდ შეეძლება.
ეს სიტუაცია ფრანგულ გიგანტს არ აწყობს. ნასერ ალ-ხელაიფის თქმით, ის მბაპეს გასაყიდად მზად არის და მას უფასოდ არცერთ შემთხვევაში არ გაუშვებს.