იბერია 1999, იური ტაბატაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე გამოირიცხა - სლოვანი კიდევ ერთი ქართველით დაინტერესდა

CrystalSport-ის ცნობით, ბრატისლავას სლოვანი იური ტაბატაძითაა დაინტერესებულია. ამ ეტაპზე სლოვაკური კლუბს „საბურთალოსთვის“ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, თუმცა შესაძლოა, უახლოეს დღეებში „სლოვანი“ გააქტიურდეს.

„საბურთალო,“ რომელიც სეზონის მეორე ნახევრისთვის მარტყოფში ემზადება, ტაბატაძის გაშვებას არ აპირებს, ომარ თეთრაძის გუნდის მიზანი ჩემპიონობაა და მათ გეგმებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ შედის. მიუხედავად ამისა, საინტერესო წინადადების შემთხვევაში კლუბისთვის 23 წლის შემტევის შენარჩუნება რთული იქნება.

იური ტაბატაძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 7 გოლი შეაგდო, მათგან 6 პენალტით. ასევე, მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

ტაბატაძე საბურთალოს აღზრდილია და პროფესიულ დონეზე მხოლოდ თბილისურ კლუბში უთამაშია. ასევე, იური საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებების ყოფილი წევრია.

შეგახსენებთ, „სლოვანს“ გიორგი ჩაკვეტაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი კარიერას „მეცში“ გააგრძელებს, ერთწლიანი იჯარით ლიგა 1-ის კლუბში გადავა, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს. „მეცს“ „ჩაკვეს“ გამოსყიდვის უფლება ექნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები