მადრიდის რეალი
Aa
Aa

დაბრუნება მესამედ? - რეალისთვის ზიდანი პრიორიტეტია

ცნობილია, რომ 2024 წლიდან კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ დატოვებს და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.

შესაბამისად, „სამეფო კლუბს“ ახალი მთავარი მწვრთნელი დასჭირდება და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

გავლენიანი გამოცემა Goal.Com იუწყება, რომ „ბლანკოსის“ მთავარი სამიზნე კვლავ ზინედინ ზიდანი იქნება, რომელიც კლუბს სხვადასხვა დროს ორჯერ წვრთნიდა და არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა.

წყაროს ცნობით, არსებობს ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს უკავშირდება. ზიდანს დიდი ხანია „მამლების“ გაწვრთნა სურს, თუმცა აღნიშნულ პოსტს ჯერჯერობით კვლავ დიდიე დეშამი იკავებს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ზიდანის ალტერნატივა ჩაბი ალონსოა, რომელიც ამჟამად ლევერკუზენის „ბაიერის“ დამრიგებელია. ასევე, არსებობს კიდევ ორი კანდიდატი. ალვარო არბელოა და რაულ გონსალეს ბლანკო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკი ცოცხლად შეჭამს“ | MMA-ის ქომაგები თოფურიასა და ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე
„ვოლკი ცოცხლად შეჭამს“ | MMA-ის ქომაგები თოფურიასა და ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე