გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

კონტრაქტი დღეს გაფორმდება | ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გასული სეზონი „სლოვანში“ გაატარა, საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს. ცნობილი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „ჩაკვე“ გიორგი მიქაუტაძეს შეუერთდება და „მეცის“ ღირსებას დაიცავს.

როგორც ირკვევა, ფრანგულ კლუბსა და „გენტს“ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. „მეცი“ გიორგის იჯარის წესით წაიყვანს და მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. ჩაკვეტაძესა და მიქაუტაძის გუნდს შორის საიჯარო ხელშეკრულება დღეს გაფორმდება და იგი „მეცში“ 2023-24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.4 მილიონი ევროა. ჯერჯერობით, კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების ფინანსური მხარის შესახებ არაფერია ცნობილი და წესითა და რიგით, ყველაფერი მალე გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკი ცოცხლად შეჭამს“ | MMA-ის ქომაგები თოფურიასა და ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე
„ვოლკი ცოცხლად შეჭამს“ | MMA-ის ქომაგები თოფურიასა და ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე