თბილისის დინამო, ივო შუშაკი
Aa
Aa

„რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება ყველაზე მეტად სპორტში ვლინდება“

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა Sportske Novosti-სთან ინტერვიუში საქართველოში მუშაობის პერიოდი გაიხსენა. მან ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ ანტაგონიზმს გაუსვა, რაც მისი აზრით უფრო მეტად სპორტში ვლინდებდა და არა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან დაკავშირებით ერთი მატჩი უნდა გამოვყოთ, ივო შუშაკის გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2004-ის შესარჩევში რუსეთის ნაკრები მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

ივო შუშაკი:„ანტაგონიზმი რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად გამოხარული არ ყოფილა, როგორც სპორტში. სამწუხაროდ, ჩემი წამოსვლის შემდეგ, რისი მიზეზიც ეს ანტაგონიზმი არ ყოფილა, ენთუზიაზმი დაეცა. ასეთ ნიჭიერ ერს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. როცა ეს მოხდება, ამის იმედი მაქვს და ვფიქრობ ეს მოხდება, ეს იქნება ამოფრქვევა და ინტერესი გაიზრდება, რადგან ქართველებს ფეხბურთი უყვართ.

საქართველოში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები გამორჩეულ საფეხბურთო ერს წარმოადგენენ. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე 1/4-ფინალში გავიდნენ, მათი ეს წარმატება არ გამკვირვებია. 

მსურს ისტორიაში წავიდე, საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავდათ, რომელიც სსრკ-ს კლუბების საუკეთესო ხუთეულში ფიგურირებდა. ასევე, თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. ქართველი ფეხბურთელები სსრკ-ს ნაკრებს კაპიტნობდნენ. საქართველო პატარა ქვეყანაა, ზომითა და მოსახლეობით ხორვატიის მსგავსი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის ჩემპიონატებში ითამაშეს.

სხვათაშორის, ქართველებს ხორვატების მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ ორი მიზეზის გამო. უპირველესად იმიტომ რომ 2 რეგიონი დაკარგეს, პრობლემა აჭარასთან მიმართებაშიც ჰქონდათ, თუმცა ეს საკითხი მშვიდობიანად მოაგვარეს. ეს არის რატომაც ქართველებსა და ხორვატებს შორის მსგავსებას ვხედავ. ამგვარი სცენები ჩვენს ისტორიაში იყო, მაგრამ ჩვენ რეგიონი დავიბრუნეთ. მეორე მიზეზი ფეხბურთია, ისინი აღფრთოვანებულნი არიან ყველაფრით, რაც ჩვენ ბოლო წლებში გავაკეთეთ“.

75 წლის ივო შუშაკს თბილისის „დინამოს“ წარმატებაზე საუბრისას 1981 წლის ტრიუმფალური სეზონი გამორჩა, როცა ნოდარ ახალკაცის გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიგო.

შუშაკი „დინამოს“ 2002-04 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა საქართველოს ჩემპიონატი (2002-03, საქართველოს თასი (2003-04) და თანამეგობრობის თასი (2004) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები