მარიამ მურღვლიანი
Aa
Aa

ევროპის რეკორდი დაამყარა - მურღვლიანის 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ძალოსნობაში, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა (81 კგ.) სამი მედალი მოიპოვა. 

ატაცში 95 / 100 / 103 კილოგრამი დააფიქსირა, ოქროს მედალი მოიპოვა და ასევე ევროპის რეკორდი დაამყარა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  მარიამის დაძლეული წონა სარეკორდო იყო საქართველოშიც. ძალოსანმა ქვეყნის რეკორდი (17-წლამდე) და დიდებში 1 კილოგრამით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც მარიამს ეკუთვნოდა.

მარიამ მურღვლიანმა აკვრაში 117 / 121 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე, ვერცხლი ერგო ორჭიდში მოგროვილი 224 კილოგრამითაც.

შეგახსენებთ, საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი თემურ ჯანჯღავაა. მარიამ მურღვლიანის პირადი მწვრთნელი აკაკი კაკაბაძეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები