მარცხი უელსთან - 20-წლამდე ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას შეხვდებიან
რაგბიში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე მე-5 ადგილისთვის ფლეი-ოფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უელსთან 21:40 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები პეტრი ხუციშვილის მიერ შესრულებული ორი ჯარიმით 6:0-ს იგებდა, თუმცა პირველი ტაიმი მაინც უელსელების გამარჯვებით დასრულდა - 6:7.
შეხვედრის მეორე ნახევარში უელსელთა უპირატესობა ძალიან გაიზარდა, შესვენების შემდეგ ხუთი ლელო დადეს, ჰენესი-ბუთის ანგარიშზე 2 ლელოა. საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მეტოქეს მხოლოდ 3 ლელოთი უპასუხა და სამივე შემთხვევაში გარდასახვა არაზუსტი იყო, უელსელთა 5 ლელოდან კი ზუსტი 4 აღმოჩნდა.
Wales power over! ????
— World Rugby (@WorldRugby) July 9, 2023
Defence has been on top so far this game but the first try is scored just before half-time#WorldRugbyU20s pic.twitter.com/yiNKW5kU6S
შემდეგ მატჩს ლადო კილასონიას გაწვრთნილი გუნდი ახალ ზელანდიასთან ჩაატარებს, გამარჯვებული მე-7 ადგილს დაიკავებს. აღნიშნული შეხვედრა 14 ივლისს გაიმართება.
მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ტურში სამხრეთ აფრიკამ საქართველო 33:23 დაამარცხა. მეორე ტურში საქართველომ არგენტინას დიდი დამაჯერებლად მოუგო (0:20), მესამე ტურში იტალია-საქართველოს შეხვედრა კილასონიას გუნდის სასარგებლოდ 17:30 დასრულდა.
შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა საუკეთესო შედეგი 2019 წელს დააფიქსირა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილზე გავიდა.