ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, თბილისის დინამოს აკადემია, ანდრეს კარასკო, სულიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„შახტარის ფილოსოფიას არ შეესაბამებოდა“ - უცნობი ამბავი ხვიჩაზე

საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეს კარასკომ CalcioNapoli24-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, როცა ხვიჩამ თბილისის „დინამოს’’ დატოვება გადაწყვიტა, ერთ-ერთი ვარიანტი „შახტარი’’ იყო, თუმცა ეს არ გამოვიდა, რადგან ქართველი ფეხბურთელი „შახტარის“ ფილოსოფიას არ შეესაბამებოდა.

ანდრეს კარასკო: „მახსოვს 2018-2019 წლები იყო, „შახტარის“ აკადემიაში ვმუშაობდი, ეს ის პერიოდია, როცა ხვიჩამ თბილისის „დინამოს’’ დატოვება გადაწყვიტა. კავშირი ზურიკო დავითაშვილის მამასთან მქონდა, ზურიკო და ხვიჩა ერთად იზრდებოდნენ. ზურიკოს მამამ „შახტარს“ ორივე მათგანის დამატება შესთავაზა.

რატომ არ მოხდა ეს? „შახტარს“ თავისი ფილოსოფია აქვს, ხვიჩა ამ პროექტს კარგად არ შეესაბამებოდა, მაგრამ მას შეეძლო რომ ჩემთან ევარჯიშა ახალგაზრდულ გუნდში. მაშინ ნათელი იყო, რომ ხვიჩა განსხვავებული ფეხბურთელი იყო, მისი რამდენიმე ვიდეო ვნახე, „შახტარის“ ახალგაზრდულ გუნდში დარჩენისკენ ვუბიძგე, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. შემდეგ როცა მან ეროვნულ ნაკრებსა და „ნაპოლიში’’ ითამაშა, მასზე შეიქმნა წარმოდგენა, რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო.

როდის ვნახე პირველად ხვიჩას თამაში? ჩვენ ვეძებდით ფეხბურთელებს, რომლებსაც ოპონენტის დაძლევა და ერთი-ერთზე თამაში შეეძლოთ, მაგრამ ხვიჩა ამ დროს მოუმწიფებელი ფეხბურთელი იყო, რომელიც გუნდის ტექნიკურ დისკურსს ვერ ერგებოდა. მისი პირველი ვარჯიში ისე მახსოვს თითქოს გუშინ იყო.

ველოდი თუ არა რომ ევროპის ერთ-ერთი დამაინტრიგებელი ფეხბურთელი გახდებოდა? არა, ვაღიარებ ამას არ ველოდი. ფანტაზიორი არ ვარ, მაგრამ ამას არავინ ელოდა. ჩემს ასისტენტს, გაბრიელე ჯერვასის „ნაპოლიში“ კავშირები აქვს. ნეაპოლურ კლუბში სწრაფი პროგრესი აჩვენა, ყველაზე საინტერესო რამ მისი გავლენააა თამაშზე, ეს შთამბეჭდავია“.

კარასკომ ხვიჩას თბილისის „დინამოს“ აკადემიაში მისვლაც გაიხსენა: „კვარაცხელია? ჩვენ ბევრი ბიჭი მივიწვიეთ სავარჯიშოდ, მაგრამ ის ავირჩიეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები