კიტეიშვილმა გაიტანა - შტურმმა ამხანაგური მატჩი მოიგო
ჯერჯერობით საფეხბურთო ჩემპიონატები არ დაწყებულა და გუნდები ამხანაგურ მატჩებს მართავენ. გამონაკლისი არც „შტურმი“ გახდა, რომელიც „ტრნავას“ დაუპირისპირდა.
ავსტრიულმა გუნდმა მარტივად 4:0 გაიმარჯვა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ანგარიში მე-9 წუთზე სარკარიამ გახსნა და „შტურმი“ დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა მარცხენა ფეხით გაისროლა და ეფექტური გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. ავსტრიელების გამუდმებით უტევდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. გაზიბეგოვიჩმა და ტეიშეირამ გაიტანეს და 4:0 დაფიქსირდა.
კიტეიშვილის გოლი