“მუდამ ჩემს გულში იქნებით“ - დე ხეა მანჩესტერიდან წავიდა
სპორტულ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს. ამის შესახებ, ესპანელმა მეკარემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.
დე ხეა:
„მინდა გამოვხატო ჩემი ურყევი მადლიერება ბოლო 12 წლის სიყვარულისთვის. მას შემდეგ, რაც აქ ჩემმა ძვირფასმა ფერგიუსონმა მომიყვანა ერთად ბევრ რამეს მივაღწიეთ. წარმოუდგენლად ვამაყობდი ყოველ ჯერზე ამ გუნდის მაისურის ჩაცმით. მსოფლიოს უდიდესი კლუბის წარმომადგენლობა დიდი პატივი იყო. ამის შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ.
ეს დაუვიწყარი და წარმატებული პერიოდი იყო. მადრიდიდან წამოსვლის შემდეგ, არ მეგონა, რომ ამდენს მივაღწევდი. ახლა სწორი დროა ახალი გამოწვევის წამოსაწყებად, ახალ გარემოში საკუთარი თავის ხელახლა წამოწევისთვის. „მანჩესტერი“ მუდამ ჩემს გულში იქნება, „მანჩესტერმა“ ჩამომაყალიბა და არასოდეს მიმატოვებს.“
I just wanted to send this farewell message to all Manchester United supporters.
— David de Gea (@D_DeGea) July 8, 2023
I would like to express my unwavering gratitude and appreciation for the love from the last 12 years. We’ve achieved a lot since my dear Sir Alex Ferguson brought me to this club. I took incredible… pic.twitter.com/6R7ezOEf1E
შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე „წითელ ეშმაკებს“ 2011 წელს შეუერთდა. 2011 წლიდან დღემდე, დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 545-ჯერ მოირგო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას დავიდი.