U20: საქართველომ კოსოვო დაამარცხა
Aa
Aa

U20: საქართველომ კოსოვო დაამარცხა

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი წარუმატებელი მატჩის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კოსოვო მძიმე ბრძოლაში 80:70 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ კოსოვომ პირველი მეოთხედი იდეალურად ჩაატარა 23:16 გაიმარჯვა, მაგრამ დარჩენილი 3 მეოთხედი საქართველო დომინირებდა, რაც საბოლოო შედეგზე აისახა.

ცნობისთვის, საქართველო 20-წლამდე ნაკრები შემდეგ მატჩს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 11 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, ამ მომენტისთვის საქართველო 3 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტ ნაკრებებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მომატება შეუძლია“ | კანავარომ კვარაზე და რუდი გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა
„მომატება შეუძლია“ | კანავარომ კვარაზე და რუდი გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა