სტაბილური, მაგრამ შემაშფოთებელი - როგორია ვან დერ საარის მდგომარეობა
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ედვინ ვან დერ საარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიდერლანდელი ყოფილი მეკარე ხორვატიაში დასასვენებლად იმყოფებოდა რა დროსაც ტვინში სისხლი ჩაექცა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.
დღეს, „აიაქსის“ ოფიციალური გვერდი, ედვინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ოფიციალური განცხადება:
„ედვინ ვან დერ სარი ამ დროისთვის ინტენსიურ მკურნალობის პროცესს გადის. მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მაინც შემაშფოთებელია. „აიაქსი“ ამ ინფორმაციას ედვინის მეუღლის, ანემარი ვან დერ სარის სახელით ავრცელებს.
Edwin van der Sar will remain in intensive care for the time being. His condition is stable but still concerning.
— AFC Ajax (@AFCAjax) July 8, 2023
Ajax shares this information on behalf of Annemarie van der Sar, Edwin's wife.
The Van der Sar family, along with Ajax, is grateful and deeply touched by the many… pic.twitter.com/4UPRNAnMn6
შეგახსენებთ, რომ ვან დერ სარმა კარიერა 2011 წელს დაასრულა და სხვადასხვა დროს, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“, აიაქსსა“ და „ფულემში" უთამაშია.