ლევან ოჩიგავა
Aa
Aa

მორიგი ოქრო - ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

მოლდოვაში მიმდინარე 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

81 კგ. კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133, 137, 141 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ოჩიგავა აკვრაში 170, 173 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალს მეორედ დაეუფლა.

ორჭიდში მოგროვილი 314 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა და მესამე ოქროს დაეუფლა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ტურნირზე 73 კგ-ში ოქროს მედალი გოგა ჯაჯვანმა მოიპოვა. ასევე ოქროს მფლობელები გახდნენ ჯუმბერ ბეკოშვილი და დიმიტრი აბრალავა.

აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს სახელით კიდევ ერთმა სპორტსმენმა, ნიკა ჯიქიამ (81 კგ) იასპარეზა, მან თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის სანახავად ხალხი სტადიონზე მოდიოდა“ - პიტერ დურიში ჩაკვეტაძეზე
„მის სანახავად ხალხი სტადიონზე მოდიოდა“ - პიტერ დურიში ჩაკვეტაძეზე